ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის მცხოვრებლებს თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდებს
ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი გაფრთხილება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ირანის მხრიდან მოსალოდნელ თავდასხმაზე ალაპარაკდნენ.
მოწოდების თანახმად, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ გარეთ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ყოფნისგან, საჰაერო განგაშის შემთხვევაში კი, თავშესაფრებისკენ გაეშურონ.
ისრაელის უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია, ირანის ნებისმიერი თავდასხმისთვის და ქვეყნის მოკავშირეებიც მზად არიან.