ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის.
ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციის თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ისრაელის პოლიციის განცხადებით, არის მსხვერპლი.