ისრაელის თავდაცვის ძალები: ამ ეტაპზე, ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს

01.10.24 23:20
ისრაელის თავდაცვის ძალები: ამ ეტაპზე, ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ამ დროისთვის, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით შეტევები აღარ ხორციელდება.

იყო გარკვეული დარტყმები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში. ამ ეტაპზე ჩვენ ვაფასებთ თავდასხმის შედეგებს, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მოსახლეობას შეუძლია, დატოვოს თავშესაფრები. 

პირველადი შეფასებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა.

მსგავსი სიახლეები