ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის - ნეთანიაჰუ

02.10.24 11:57
ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის - ნეთანიაჰუ

„ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის”, - ასე გამოეხმაურა ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ეს [თავდასხმა] ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მოწინავეა მსოფლიოში,– აღნიშნა ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე.

ნეთანიაჰუმ აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მსოფლიო ლიდერებს თეირანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ისინი უნდა დადგნენ ისრაელის გვერდით. არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მძევლების დაბრუნებას და უზრუნველვყოთ ჩვენი არსებობა, ჩვენი მომავალი,– განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

თავის მხრივ, იმუქრება ირანიც. გენერალ-მაიორი მოჰამად ბაგერი აცხადებს, რომ ირანის სამიზნე ისრაელის ინფრასტრუქტურა იქნება, თუ თეირანის წინააღმდეგ რაიმე საპასუხო ქმედებას განახორციელებენ.

თუკი ისრაელს სურს, გააგრძელოს ეს დანაშაულები ან სურს რაიმე გააკეთოს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ამაღამდელი ოპერაცია რამდენჯერმე გაძლიერებულად განმეორდება და სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება,– განაცხადა ბაგერიმ.