ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ რთულ ომში ვართ - ნეთანიაჰუ

02.10.24 23:29
ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ რთულ ომში ვართ - ნეთანიაჰუ

"ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ რთულ ომში ვართ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ერთად ვიდგებით" - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პლატფორმა "X"-ზე წერს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ ისრაელის გარდაცვლილი რვა სამხედრო მოსამსახურის ოჯახებს მიუსამძიმრა.

რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ეს არ მოხდება - რადგან ერთად ვიდგებით, და ღმერთის წყალობით - ერთად გავიმარჯვებთ.

სამხრეთში ჩვენს გატაცებულ პირებს დავაბრუნებთ, ჩვენს მაცხოვრებლებს დავაბრუნებთ ჩრდილოეთში, გარანტირებულს გავხდით ისრაელის მარადისობის,” - წერს ნეთანიაჰუ.

IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში შეტაკებებისას რვა ისრაელი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე სამხედრო დაშავდა.