BBC: უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის რეგიონში რუსეთის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის რეგიონში რუსეთის სამხედრო აეროდრომი „ბორისოგლებსკი" დაბომბეს - ამის შესახებ BBC უკრაინის უშიშროების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, თავდასხმა მოხდა სუ-35 და სუ-34 თვითმფრინავების ავტოსადგომებსა და საავიაციო საწვავის შესანახ ადგილებზე. მათივე ინფორმაციით, ღამის საათებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძრის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები.