რუსეთში ორი ნავთობბაზა იწვის
რუსეთში ვორონეჟის ოლქში ორი ნავთობბაზა იწვის - ინფორმაციას რუსული მედიის „ტელეგრამ“ არხები და ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებენ.
გუსევის თქმით, ვორონეჟის ოლქის ანინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს. ერთ-ერთი მათგანი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა.
კიდევ ერთი ხანძარი ლოკალიზებულია პერმის ოლქში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, სოფელ ოსენცის სამრეწველო ზონაში ათი ათას კვადრატულ მეტრზე ნავთობის კერძო ბაზა იწვის , სადაც ცეცხლმა საწვავის საცავები მოიცვა.