გერმანია ლიბანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს - მედია
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანია ლიბანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს - ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების განცხადებით, საევაკუაციო ფრენა Airbus A330-ით ხორციელდება.
უცხოური მედია იტყობინება, რომ ჯამურად, ლიბანიდან გერმანული სამხედრო ფრენებით დღეს 219 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ჯამში კი ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეების რაოდენობა 460-ს შეადგენს.