სტოლტენბერგის თქმით, სრულიად რეალურია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს

05.10.24 10:15
სტოლტენბერგის თქმით, სრულიად რეალურია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სრულიად რეალურია, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში გახდეს - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის შემთხვევაში, მეხუთე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების გზები არსებობს.

„როდესაც ნება არსებობს, არსებობს საშუალებები გამოსავლის მოსაძიებლად. მაგრამ საჭიროა საზღვარი, რომელიც განსაზღვრავს, რა დროს გამოიყენება მე-5 მუხლი და უკრაინა უნდა აკონტროლებდეს მთელ ტერიტორიას ამ საზღვრამდე“, - თქვა NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგს იაპონიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ "აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიები აქვს იაპონიისთვის. თუმცა, ის არ ვრცელდება კურილიის კუნძულებზე, რომელსაც იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და რუსეთის მიერაა კონტროლირებადი"

მისივე თქმით, კიდევ ერთი მაგალითი დასავლეთ გერმანიაა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიას თავის ნაწილად განიხილავდა, „თუმცა, NATO იცავდა მხოლოდ დასავლეთ გერმანიას.“

მსგავსი სიახლეები