ისრაელმა ბეირუთზე მორიგი საჰაერი დარტყმები განახორციელა

06.10.24 10:49
ისრაელმა ბეირუთზე მორიგი საჰაერი დარტყმები განახორციელა

ისრაელმა გუშინ ღამით ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები საბრძოლო საწყობებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურებზე განხორციელდა. 

ღამის განმავლობაში საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაზვერვის სამმართველოს ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით განახორციელეს წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში რამდენიმე საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა შემცირებულიყო ზიანის მიყენების შანსი, მათ შორის წინასწარ იქნა გაფრთხილებული ტერიტორიის მოსახლეობა, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ თავის იარაღსა და წარმოების ობიექტებს ბეირუთის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ ათავსებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს შეტევას და ზიანის მიყენებას ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურისთვის,- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მსგავსი სიახლეები