ოკუპანტებმა სუმის ოლქში ასაფეთქებელი მოწყობილობა სამგზავრო ავტობუსს ესროლეს
რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაული - ოკუპანტებმა სუმის ოლქში ასაფეთქებელი მოწყობილობა სამარშრუტო ავტობუსს ესროლეს. ინფორმაციას სუმის პოლიციის სამხარე დეპარტამენტი ავრცელებს.
აფეთქების შედეგად დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა სამარშრუტო ავტობუსი,- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, თავდასხმა სამგზავრო ავტობუსზე 15:30 საათზე მოხდა. დაჭრილები 65 წლის მამაკაცი და 54 წლის და 63 წლის ქალები არიან.
სუმის რაიონულმა პროკურატურამ უკვე დაიწყო წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე (სსკ-ის 438-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).