"ჰეზბოლამ" ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაბომბილია ქალაქი ხაიფა
ჰეზბოლამ ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაბომბილია ქალაქი ხაიფა. მედია იტყობინება, რომ დაჭრილია სულ მცირე ხუთი ადამიანი. ექსტრემისტების სამიზნე იყო ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზა ქარმელი, თუმცა რაკეტების ნამსხვრევები დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის გამოც სამოქალაქო პირები დაშავდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ გუშინ, ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა ისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასთან ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ავრცელებს ცნობა, რომ ღაზას სექტორში ბოლო 12 თვის განმავლობაში ლიკვიდირებულია ჰამასის 17 ათასი მებრძოლი.