72 წლის ამერიკელს, უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო, რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს
"შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად" მონაწილეობის ბრალდებით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ აშშ-ს 72 წლის მოქალაქეს, სტივენ ჰაბარდს 6 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
რუსული მედიის ცნობით, ჰაბარდმა "რუსეთის წინააღმდეგ ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ბრძოლის" ბრალდება აღიარა.
პროკურატურა ჰაბარდისთვის თავისუფლების 7 წლით აღკვეთას ითხოვდა.
სტივენ ჰაბარდი მიჩიგანის შტატშია დაბადებული და აშშ-ს მოქალაქეა. ის უკრაინაში საცხოვრებლად 2014 წელს გადავიდა და ქალთან ერთად ცხოვრობდა.
Reuters-თან ინტერვიუში, სტივენ ჰაბარდის დამ, ტრიშა ჰაბარდმა აღნიშნა, რომ მის ძმას პრორუსული შეხედულებები ჰქონდა და მის აღიარებაში ეჭვი ეპარება.