უკრაინამ გამარჯვების გეგმაზე მუშაობა დაასრულა

08.10.24 10:38
უკრაინამ გამარჯვების გეგმაზე მუშაობა დაასრულა

უკრაინამ გამარჯვების გეგმაზე მუშაობა დაასრულა. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დოკუმენტს პარტნიორებს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

"შევთანხმდით მოლაპარაკებების განრიგზე ერთი კვირის განმავლობაში. ეს არის შეხვედრები, მოლაპარაკებები ბევრ პარტნიორთან. ჩვენ წარვუდგენთ ჩვენი გამარჯვების გეგმას ყველას, ვისაც შეუძლია უკრაინის გაძლიერება - ყველა ქვეყანას, რომელიც ნამდვილად შეძლებს დახმარებას მშვიდობის დამყარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების პოზიციებისა და უკრაინის რეალური შესაძლებლობის გაცნობიერებით, გამარჯვების გეგმის გაძლიერებით, ჩვენ გავასაჯაროებთ ჩვენს სტრატეგიას შემდგომი ქმედებებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.