ვიქტორ ორბანი: შამპანურის რამდენიმე ბოთლს გავხსნით, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება

09.10.24 10:25
ვიქტორ ორბანი: შამპანურის რამდენიმე ბოთლს გავხსნით, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება

ჩვენ გავხსნით შამპანურის რამდენიმე ბოთლს, თუ დონალდ ტრამპი დაბრუნდება, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

ორბანის მტკიცებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ, ის ინაუგურაციამდე მიიღებს ზომებს უკრაინის ომთან დაკავშირებით.

„ის არ დაელოდება ინაუგურაციის ცერემონიას, რათა მშვიდობის მიღწევა მოახერხოს უკრაინაში. ის მყისიერად იმოქმედებს, ასე რომ, ჩვენ, ევროპელ ლიდერებს, არ გვაქვს დასაკარგი დრო, რადგან არჩევნებსა და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას შორის არ იქნება ორი ან სამი თვე, როგორც ჩვეულებრივ ხდება. უნდა მოვახდინოთ რეაგირება ჯერ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, შემდეგ სტრატეგიულად და შემდეგ მოქმედების დონეზე, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა ორბანმა.

მსგავსი სიახლეები