უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა
2023 წელს გაუჩინარებული უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა რუსეთის ციხეში გარდაიცვალა.
ინფორმაციას რადას დეპუტატი, იაროსლავ იურჩიშინი, დაღუპულის მამაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
პატიმარი მოსკოვიდან ტაგანროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.