სტრასბურგში მატარებლიდან, სადაც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა

10.10.24 23:25
სტრასბურგში მატარებლიდან, სადაც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა

Politico- ს  ცნობით, სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლიდან, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა.

ევაკუაცია, გაურკვეველი “აფეთქების” შემდეგ დაიწყო, რომელიც, სავარაუდოდ, მატარებლის ლოკომოტივში მოხდა.

ბელგიელი ევროპარლამენტარის, ემანუელ ფულონის თქმით, მან “აფეთქება” გაიგონა. მოგვიანებით, სტრასბურგის სარკინიგზო სადგურზე შესაბამისი სამსახურები მოვიდნენ.

ევროპარლამენტის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ სარკინიგზო სადგურზე “ტექნიკური ინციდენტი” მოხდა და დეპუტატებისთვის ბრიუსელში ჩასასვლელად ალტერნატიულ გზებს ეძებენ. 

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტარებისთვის საღამოსთვის ორი მატარებელი დაიჯავშნა.

მსგავსი სიახლეები