რამზან კადიროვი დუმის დეპუტატებს სისხლის აღებით ემუქრება

11.10.24 14:30
რამზან კადიროვი დუმის დეპუტატებს სისხლის აღებით ემუქრება

ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი დაღესტნელ სენატორ სულეიმან ქერიმოვს, ასევე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს ბეხან ბარახოევსა და რიზვან ყურბანოვს სისხლის აღებით ემუქრება.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, ეს სამი ადამიანი იყო დამნაშავე Wildberries-ის ოფისთან სროლაში და, გარდა ამისა, ისინი კადიროვის მკვლელობის შეკვეთას აპირებდნენ.

კადიროვი აცხადებს, რომ “თუ ისინი უდანაშაულობას არ დაამტკიცებენ, მაშინ სისხლს აიღებს.“

არიან მოწმეები, ადამიანები, რომლებსაც მისცეს დავალება და კითხეს, ანაზღაურებად რას ისურვებდნენ [...] თუ ისინი საპირისპიროს არ დაამტკიცებენ, მე მათი სისხლის აღებას ოფიციალურად განვაცხადებ”, - თქვა კადიროვმა.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, მოსკოვში, Wildberries-ის, რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინ სავაჭრო კომპანიის სათავო ოფისთან სროლა მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 7 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ვლადისლავ ბაკალჩუკის წინამძღოლობით კაცების ჯგუფმა შენობაში შესვლა სცადა.

ამასთან, ცნობილია რომ 18 ოქტომბერს მომხდარ სროლებში, ვიდეომ დააფიქსირა რომ მონაწილეობას საბრძოლო კლუბ Ахмат-ის მებრძოლიც იღებდა.

მსგავსი სიახლეები