ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

11.10.24 18:34
ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა - მხარეებს შორის აუდიენცია ვატიკანში გაიმართა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომის პაპთან შეხვედრაზე ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხი განიხილა. 

ყველა ჩვენგანისთვის, ტყვეებისა და პატიმრების საკითხი წარმოუდგენლად მტკივნეულია. ესენი არიან მოზარდები და ბავშვები, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ამჟამად რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში იმყოფებიან.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშჩინა რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა. რუსეთის ტყვეობაში რჩება მრავალი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, სამხედრო თუ ჩვეულებრივი ხალხი. ჩვენ რომის პაპის დახმარების იმედი გვაქვს", - განაცხადა ზელესნკიმ.