ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

11.10.24 19:34
ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შეხვდა - მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკური კავშირების ზრდა და გლობალური საკითხები განიხილეს.

ჩვენი ეკონომიკური და კულტურული კომუნიკაციები დღითიდღე მყარდება და უფრო ძლიერი ხდება", - უთხრა ფეზეშქიანმა პუტინს, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით.

ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ ირანთან თანამშრომლობა ყველა სფეროში ფართოვდება.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ერთად საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი შეფასებები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხშირად ძალიან ახლოსაა", - თქვა ვლადემირ პუტინმა, რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით.