გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქალაქ გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია. არსებული ინფრორმაციით, პროსპექტზე გაზის შემცველი ცისტერნა აფეთქდა, რასაც აალება მოჰყვა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა საწვავის ტანკერის ან საწვავის ავზის აფეთქება ყოფილიყო.