1 დაღუპული და 8 დაჭრილი - რუსებმა ოდესის ოლქი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.
ყველა მათგანი პორტის თანამშრომელია.
საპორტო ინფრასტრუქტურა მტრის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. მოკლულია ერთი ადამიანი, ხოლო დაშავებულია - 8. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა", – წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეჰ კიპერი.
კიპერის ინფორმაციით, დაზიანდა ბელიზის სამგზავრო გემი NS Moon და პალაუს სატვირთო გემი Optima.