პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს 600 დღეა ვერ უკავშირდებიან

14.10.24 18:16
პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს 600 დღეა ვერ უკავშირდებიან

პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს 600 დღეა ვერ უკავშირდებიან. 

ამის შესახებ ბელარუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო წერს.

 600 დღეა არ გვაქვს ცნობები მარია კოლესნიკოვასგან. ძალიან განვიცდით: ცოცხალია, თუ არა, ჩვენი მაშა?

მარია ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ მარიასა და სხვა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის",– წერს ბაბარიკო.

მარია კოლესნიკოვას 2022 წლის იანვარში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ბრალდებულია "ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში, საჯარო მოწოდებებში ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზნით და ექსტრემისტული ჯგუფის შექმნაში".

2022 წლის 28 ნოემბერს ოპოზიციონერი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში კუჭის წყლულის დიაგნოზით მოხვდა. 

ოფიციალური ინფორმაციით კოლესნიკოვა 2023 წლის 10 მარტიდან გომელის ქალთა კოლონიაში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები