რუტე: მესიჯი პუტინისთვის - გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მან ვერ მიაღწიოს მიზნებს

ნატოს არ ეშინია რუსეთის მხრიდან მუქარის და გააგრძელებს კიევის ძლიერ მხარდაჭერას - ამის შესახებ ~ ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ვისბადენში, გერმანიაში მისი პირველი ვიზიტის დროს განაცხადა.
მარკ რუტეს თქმით, ვლადიმერ პუტინისთვის მისი გზავნილი იქნება ის, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს.
”მესიჯი [პუტინისთვის] არის ის, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს და უკრაინა გაიმარჯვებს.
ჩვენ ნატო ვართ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი. ნატო-ს ტერიტორიის მიღმა მდებარე რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული არ ვართ. ეს დემოკრატიული ალიანსი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია, რომელიც 1 მილიარდ ადამიანს ემსახურება. მზად ვართ, ნებისმიერ საფრთხეს გავუმკლავდეთ, მოწინააღმდეგეები არასდროს შეგვაშინებენ“, - განაცხადა მარკ რუტემ”, - თქვა მარკ რუტემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.