''მჯერა, ერთ დღესაც უკრაინა იქნება NATO-ს წევრი'' -მარკ რუტე

''მჯერა, რომ ერთ დღესაც უკრაინა იქნება NATO-ს წევრი'' - ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია მარტო არ დავტოვებს.
ჩვენ გვსურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ არ დავტოვებთ უკრაინას მარტო. მე მჯერა, რომ ერთ დღესაც უკრაინა იქნება NATO-ს წევრი და მე ტაშს დავუკრავ, როდესაც ეს დღე დადგება. ასევე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს არ გააჩნია ვეტოს უფლება, მათ არ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ამ დისკუსიაზე. ეს მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია, როგორ წაიწევს უკრაინის წევრობაზე განაცხადი წინ", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა რადას "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა - როგორც უმაღლესი რადას წინაშე გამოსვლისა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, "გამარჯვების გეგმა" ომის დიპლომატიური დასრულების "ხიდია", რადგან მისი სისრულეში მოყვანა რუსეთს მოლაპარაკებების წარმოებასა და აგრესიაზე უარის თქმას აიძულებს.