17 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავა

16.10.24 23:31
17 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ, 17 ოქტომბერს ბრიუსელში ჩავა -  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ზელენსკი ხუთშაბათს NATO-ს მთავარ ოფისს ეწვევა. დაგეგმილია მარკ რუტესა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციაც.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ევროკავშირის სამიტზე, სადაც "გამარჯვების გეგმას" წარადგენს.