One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი დაიღუპა
BBC-ის ინფორმაციით, ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი არგენტინაში 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ლიამ პეინი ბუენოს-აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქში ნაილ ჰორანის კონცერტისთვის იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
ლიამ პეინის გულშემატკივრები სასტუმროს გარეთ იკრიბებიან და მომღერლის გარდაცვალებას გლოვობენ.