ტრამპს ვუთხარი, უკრაინას ან ექნება ბირთვული იარაღი, ან ნატო-ში ვიქნებით - ზელენსკი

17.10.24 19:26
ტრამპს ვუთხარი, უკრაინას ან ექნება ბირთვული იარაღი, ან ნატო-ში ვიქნებით - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობა განიხილა, ასევე ახსენა, რომ კიევმა თავის დროზე ბირთვულ იარაღზე თქვა უარი.

უკრაინის პრეზიდენტმა ბუდაპეშტის მემორანდუმიც გაიხსენა და მას არაეფექტური შეთანხმება უწოდა, რომელმაც უკრაინის დაცვა ვერ უზრუნველყო.

დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოდან ვინ დაზარალდა? ყველა? არა, ერთადერთი უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთადერთმა უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბარში მე მას ვუთხარი: „ჩვენთან ასე ხდება, რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი და ეს იქნება ჩვენთვის დაცვა ან უნდა გვქონდეს რაიმე ალიანსი. ნატო-ს გარდა, დღეს ჩვენ ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ ნატოს ქვეყნები დღეს არ არიან ომში, რის გამოც უკრაინა ირჩევს ნატოს და არა ბირთვულ იარაღს.

მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: ”თქვენ გაქვთ სამართლიანი არგუმენტები”, - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ მისი პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ მის „გამარჯვების გეგმას“, ეს რუსეთისთვის პრივილეგია და დიდი შეცდომა იქნება.