ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ და ესკალაციურ ფაზაზე გადავდივართ - „ჰეზბოლა“

ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომში ახალ ფაზას იწყებს.
„ჰეზბოლას“ მტკიცებით, პირველად, ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის ჯარების წინააღმდეგ ზუსტ მართვად რაკეტებს იყენებს.
„გადავდივართ ისრაელელ მტერთან დაპირისპირების ახალ და ესკალაციურ ფაზაზე“, - აღნიშნულია დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოქვეყნდა.