EU-ში არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით ახალი წესების მიღებას ითხოვენ - Politico

არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარების მიზნით, ევროკავშირის ქვეყნები ახალი წესების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვენ - როგორც ევროკავშირის სამიტის დეკლარაციაში წერია, გადაწყვეტილებით იმიგრაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან ბრძოლას იწყებენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა არალეგალურ მიგრანტებთან ბრძოლის საკითხში პოლონეთს და სხვა ქვეყნებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ უფლება, „ბოროტად გამოიყენონ ჩვენი ღირებულებები, მათ შორის თავშესაფრის უფლება, და ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიებს“-ნათქვამია დოკუმენტში.