გერმანიაში სახანძრო განყოფილების შენობა დაიწვა - ზარალმა, სულ მცირე, 21 მილიონი დოლარი შეადგინა

18.10.24 22:52
გერმანიაში სახანძრო განყოფილების შენობა დაიწვა - ზარალმა, სულ მცირე, 21 მილიონი დოლარი შეადგინა

ABC News-ის ცნობით, გერმანიაში, ჰესენის შტადტალენდორფის სახანძრო განყოფილების შენობა, პეცტექნიკა და ათამდე სასწრაფო დახმარების მანქანა დაიწვა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ზარალმა, სულ მცირე, 21 მილიონი დოლარი შეადგინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, განყოფილებაში ხანძრის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია არ იყო დამონტაჟებული, რადგან ექსპერტებმა მისი დაყენება საჭიროდ არ ჩათვალეს.