"ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვა

20.10.24 16:05
"ჰეზბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 30 რაკეტამდე გაუშევს - თავდასხმაზე პასუხისმგებლობას "ჰეზბოლა" იღებს

"ჰეზბოლას" ცნობით, მათი სამიზნე ქალაქ საფედის აღმოსავლეთით, ისრაელის სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ რაკეტების ნაწილი შეაჩერეს, ზოგიერთი კი სხვადასხვა ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.