ფეტულა გიულენი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ყოფილი იმამი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი, 83 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა - ამის შესახებ Reuters თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
თურქეთის პრეზიდენტი, რეფეჯ თაიფ ერდოღანი ფეთჰულაჰ გიულენს გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებდა.
ვებგვერდმა, რომელიც გიულენის ქადაგებებს აქვეყნებს, X-ზე დაწერა, რომ გიულენი კვირას საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მას მკურნალობდნენ.
ფეტულა გიულენი ოდესღაც ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა, მათი გზები გაიყო.
გიულენმა თურქეთი 1999 წელს დატოვა.
მომხრეების თქმით, ფეტულა გიულენის მოძრაობა, სახელად Hizmet, რაც თურქულად მსახურებას ნიშნავს, მიზნად ისახავს ისლამის ზომიერად გავრცელებას და დასავლური სტილის განათლების, თავისუფალი ბაზრისა და რელიგიებს შორის კონკურენციის ხელშეწყობას.