ანდრეი სიბიგამ თურქ კოლეგასთან “გამარჯვების გეგმა“, “მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხები განიხილა

21.10.24 18:42
ანდრეი სიბიგამ თურქ კოლეგასთან “გამარჯვების გეგმა“, “მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხები განიხილა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდა, სადაც, მისი  თქმით, „გამარჯვების გეგმაზე“, „მშვიდობის ფორმულაზე“ და უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხებზე ისაუბრეს.

სიბიგამ თურქ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ეს არ არის “მშვიდობის ფორმულის“ შემცვლელი, არამედ მისი განხორციელების პრაქტიკული ინსტრუმენტი“, – აღნიშნა სიბიგამ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თურქეთი უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის ისწრაფვის.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი სიბიგა ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან და ვაჭრობის მინისტრთან, ომერ ბოლატთან შეხვედრას გეგმავს.