მაია სანდუ, თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა, ევროპა არის მოლდოვა, მოლდოვა არის ევროპა - მეცოლა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ეხმაურება და მოლდოვას მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მადლობა უხდის ლიდერობისა და სიმამაცისთვის.
მეცოლას განცხადებით, “ევროპა არის მოლდოვა, მოლდოვა არის ევროპა“.
ყოჩაღ, მოლდოვა. მადლობა თქვენი სიმამაცისთვის. მადლობა, მაია სანდუ. თქვენმა ლიდერობამ და სიმამაცემ ისტორიის კურსი შეცვალა. ევროპა არის მოლდოვა. მოლდოვა არის ევროპა. ჩვენი მომავალი ერთად დაიწერება“, – წერს რობერტა მეცოლა.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 99%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,28%-მა დაუჭირა.