რუსეთში სპირტის ქარხნებზე დრონებით შეტევა იყო
რუსეთის ტულასა და ბრიანსკის ოლქებში, დრონებით თავდასხმის გამო, აფეთქებები მოხდა, - ინფორმაციას რუსული მედია სოციალურ ქსელებში, ასევე ტულას ოლქის გუბერნატორი, დიმიტრი მილაევი ავრცელებს.
დრონით თავდასხმა დაფიქსირდა ბრიანსკის ოლქის სუზემსკის რაიონში მდებარე თბოელექტროცენტრალზე, რის შედეგადაც სპირტის ორი ქარხანა დაზიანდა.
აფეთქებები მოხდა ასევე რუსეთის ტულას ოლქში, ეფრემოვში, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ თბოელექტროცენტრალის მიდამოში, ეფრემოვის სინთეზური კაუჩუკის ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.