ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდ ევრომდე სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

518 მომხრე, 56 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა უკრაინისთვის €35 მლრდ-ის საგანგებო სესხის სახით გადაცემას მხარი დაუჭირა.
ეს სესხი არის ევროკავშირის წილი G7-ის პაკეტიდან, რომელიც შეთანხმებული იყო გასულ ივნისში, რომელიც უკრაინას 50 მილიარდ დოლარამდე (დაახლოებით 45 მილიარდი ევრო) ფინანსური მხარდაჭერით მიეწოდება. საბოლოო თანხა, რომელსაც ევროკავშირი შეიტანს, შეიძლება იყოს უფრო დაბალი, რაც G7-ის სხვა პარტნიორების მიერ გაცემული სესხების მოლცულობაზეა დამოკიდებული.
დახმარებას უკრაინა ახლადშექმნილი მექანიზმის ფარგლებში მიიღებს, ხოლო მათ გადახდას ევროკავშირის მიერ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შეძლებს.
ამ მექანიზმით შექმნილი თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას ხარჯების დასაფარად და სესხების გასასტუმრებლად, პარალელურად კი კიევს შეუძლია, გამოიყენოს მიკრო-ფინანსური დახმარების ფონდები.
თანხებს უკრაინა 2025 წლის ბოლოსთვის მიიღებს.
სესხი გარკვეულ პირობებთანაა დაკავშირებული – უკრაინა უნდა დარჩეს დემოკრატიული ღირებულებების და მემორანდუმში გაწერილი სხვა პოლიტიკური პუნქტების ერთგული, ასევე, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.