“როსგვარდიის“ ინფორმაციით, ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს - არის მსხვერპლი

24.10.24 22:59
“როსგვარდიის“ ინფორმაციით, ჩეჩნეთში სამხედრო კოლონას ესროლეს - არის მსხვერპლი

გროზნოს გარეუბანში უცნობმა პირებმა რუსეთის გვარდიის სამხედრო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული გვარდია (“როსგვარდია”) ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები თავდამსხმელების იდენტიფიცირებას და დაკავებას ცდილობენ.