სტიქია ესპანეთში - ვალენსიის რეგიონში წყალდიდობას, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა

30.10.24 13:51
სტიქია ესპანეთში - ვალენსიის რეგიონში წყალდიდობას, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთის ვალენსიის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა. დატბორილია გზები და დასახლებები. აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

ვალენსიის რეგიონული ლიდერის ინფორმაციით, ზოგიერთი ადამიანი ამ დრომდე მიუდგომელ ადგილებში იზოლირებული რჩება. საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას მგზავრობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.