ისრაელმა საქართველო ,,წითელი სიიდან" ამოიღო და ,,ნარინჯისფერი ქვეყნების" ჯგუფში გადაიყვანა

24.08.21 14:36
ისრაელმა საქართველო ,,წითელი სიიდან"  ამოიღო და ,,ნარინჯისფერი ქვეყნების" ჯგუფში გადაიყვანა

ისრაელმა საქართველო  ე.წ. წითელი ქვეყნების სიიდან “ნარინჯისფერი” ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საქართველოში მოგზაურობას, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას, ან კარანტინს დაექვემდებარებიან.

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო “წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან “ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ისრაელმა საქართველოს ე.წ. ,,წითელი ქვეყნის" სტატუსი 23 ივლისს მიანიჭა, საკუთარ მოქალაქეებს კი  საქართველოში მოგზაურობა 30 ივლისიდან აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები