აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცემას აანონსებს

01.11.24 23:04
აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცემას აანონსებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცემას აანონსებს - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს

უწყების ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მარაგების შემცირების საპრეზიდენტო უფლებამოსილების (PDA) ფარგლებში ხორციელდება. 

პაკეტი მოიცავს NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტებს, Stinger რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, "ჰაერი-მიწა" კლასის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემებს.   

ამასთან, პაკეტში შედის Stryker ჯავშანტრანსპორტიორები, ცეცხლსასროლი იარაღი,  საბრძოლო მასალა, სამედიცინო აღჭურვილობა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, სათადარიგო ნაწილები და ა.შ..