მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა

04.11.24 10:08
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა.  ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161). აღსანიშნავია, რომ სანდუმ ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ხარჯზე მიიღო. დიასპორამ ხმა მასობრივად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს მისცა.

ეს სანდუს მეორე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

მოლდოვა დღეს შენ გაიმარჯვე. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიის და ღირსეული მომავლისადმი ერთგულების ძალა, - დაწერა სანდუმ X-ზე და მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.