ირანში მორალის პოლიციამ დააკავა სტუდენტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად სასწავლებლის ეზოში გაიხადა
ირანში მორალის პოლიციამ დააკავა სტუდენტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თეირანის უნივერსიტეტის ეზოში ტანსაცმელი გაიხადა. ყველაფერი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაიწყო. მორალის პოლიციამ ახალგარდა ჯერ ქუჩაში სცემა, შემდეგ კი დააპატიმრა.
ახალგაზრდა ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. ერთი ვერსიით, ნაცემი სტუდენტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებული, თუმცა ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის.
უფლებადამცველი ორგანიზაციები ირანის ხეეისუფლებას სტუდენტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას სთხოვენ.