ვალენსიაში ესპანეთის მეფეს ტალახი ესროლეს

04.11.24 10:25
ვალენსიაში ესპანეთის მეფეს ტალახი ესროლეს

წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონში, ვალენსიაში ესპანეთის მეფეს ტალახი ესროლეს. მონარქს ადგილობრივები დაგვიანებული რეაგირების გამო დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები სკანდირებდნენ -  "მკვლელო!".  სიტუაცია ადგილზე იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში პოლიცია ჩაერთო. 
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანან დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ფილიპე მე-6 ქოლგებით იცავენ.

ფოტოებით კი ირკვევა, რომ ადგილობრივებმა ტალახი ესროლეს დედოფალ ლეტისიასაც. ხალხი ამბობს, რომ არ იმუშავა არც წინასწარი შეტყობინების სისტემამ, ამან კი ტრაგედია გამოიწვია. 

ბოლო მონაცემებით,  სტიქიურ უბედურებას ესპანეთში 210 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1500 ადამიანი ითვლება.

მსგავსი სიახლეები