მინდა მივულოცო მაია სანდუს, დემოკრატიამ გაიმარჯვა - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს არჩევნებში ხელახალ გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა.
“საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვას გვერდში დგომას მის ევროპულ გზაზე", - წერს მაკრონი.
მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა მოლდოვას პრეზიდენტად. დემოკრატიამ გაიმარჯვა ყველა ჩარევაზე და მანევრებზე. საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვას გვერდში დგომას მის ევროპულ გზაზე", - წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.