გერმანია უკრაინას დახმარების სახით კიდევ 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას დახმარების სახით კიდევ 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთარი ახლოვდება და ომში მყოფ ქვეყანას დახმარება სჭირდება.