"დიდი დაბრუნება" - ორბანმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

06.11.24 12:17
"დიდი დაბრუნება" - ორბანმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა უნგრეთის პრემიერმა. ვიქტორ ორბანმა ფაქტს "აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება" უწოდა. 

აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ უზარმაზარ გამარჯვებას ვულოცავ! ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო გამარჯვებაა,- წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკა 47 პრეზიდენტს ირჩევს. საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი უკვე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს რესპუბლიკელი კანდიდატი - დონალდ ტრამპი. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან, სულ მცირე, 270 ხმაა საჭირო. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, კამალა ჰარისს კოლეგიის 210 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს 267.  

მსგავსი სიახლეები