პესკოვი: არ ვიცი, მიულოცავს თუ არა პუტინი ტრამპს გამარჯვებას

06.11.24 14:35
პესკოვი: არ ვიცი, მიულოცავს თუ არა პუტინი ტრამპს გამარჯვებას

არ ვიცი მიულოცავს თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს გამარჯვებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა“.

„პრეზიდენტის გეგმების შესახებ, მიულოცავს თუ არა ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას, ცნობები არ მაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არამეგობრულ ქვეყანაზეა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომშია ჩართული“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი ლიდერობს. მან კოლეგიის 277 ხმა უკვე მიიღო. 

მსგავსი სიახლეები