შტატებში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 5 ადამიანი

06.11.24 20:26
შტატებში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 5 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფენიქსის ადმინისტრაციულ ცენტრში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ავტომობილს დაეცა.

პოლიციის ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი Honda HA-420 ფელკონ-ფილდის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, თვითმფრინავი ავტომობილს შეეჯახა, რის გამოც საავტომობილო გზაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.