Politico: გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა

გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა. მიზეზი მაღალჩინოსნებს შორის არსებული უთანხმოება გახდა, რომელიც სამპარტიული მმართველი ძალის ფინანსთა მინისტრსა და კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს შორის არსებობდა.
გამოცემა Politico წერს, რომ კოალიცის დაშლას, წინ ოლაფ შოლცის მიერ ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზად კი ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოება დაასახელა.
ირკვევა, რომ უთანხმოებამ კრიტიკულ წერტილს მაშინ მიაღწია, როცა კრისტიან ლინდერის - თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) შეთავაზებას გარკვეული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ კოალიციის დანარჩენი ორი წევრი პარტია - ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეები შეეწინააღმდეგნენ.
რიგგარეშე არჩევნები გერმანიაში, დიდი ალბათობით, მარტში გაიმართება.